ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება-კონკურსი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

30 მაისს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ტარდება ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება-კონკურსის დასკვნითი ტური და საზეიმო დახურვა, გამარჯვებულების გამოვლენა – დაჯილდოება.
დათვალიერება-კონკურსის მიზანია ხალხური სიმღერის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის, მათთვის ხალხური მუსიკის შესწავლის მოტივაციის ამაღლება, ფოლკლორით დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენის ხელშეწყობა და წახალისება, რეგიონებში არსებული შემოქმედებითი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისთვის გაცნობა. დათვალიერება-კონკურსში მონაწილეობენ 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითმოქმედი ანსამბლები, კოლექტივები, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებსაც აქვთ მომზადების სათანადო დონე და შესაბამისი რეპერტუარი.
ეროვნულ სასახლეში გამართულ დასკვნით ტურში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით. კონკურსის ნომინაციები: 1. საუკეთესო სოლო შემსრულებელი; 2. საუკეთესო ტრიო; 3. საუკეთესო ანსამბლი; 4. ხალხური საკრავებით საუკეთესო შემსრულებელი; 5. ჟიურის რჩეული.
ჟიურის შემადგენლობა: ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე; თემურ ქევხიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, „საუკუნის ხმა“, სასახლის ფოლკლორული სტუდიის ხელმძღვანელი; საქართველოს სახალხო არტისტი; დავით ცინცაძე – ანსამბლ ” ოროველას” დირექტორი; ლევან ქორიძე- ხალხური საკრავების პედაგოგი.
დათვალიერება – კონკურსის შესარჩევი ტურები ჩატარდა ბათუმში, თელავში, გორში, ქუთაისსა და თბილისში. დათვალიერება – კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, თელავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ქ. გორის მერიის კულტურის ცენტრი, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. რეგიონულ ტურებში გამარჯვებული კოლექტივები, ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ დასკვნით ტურში, რომელზეც წარმოადგენენ მუსიკალურ ნომრებს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, სადაზღვევო კომპანია „არდი“, ლიტერატურული კონკურსი „საბა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები