თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

დღეს, 12:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა თბილისის რამდენიმე ქუჩას. კერძოდ, “ყაზტრანსგაზის” ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდათ: საბურთალოს რაიონში, კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას, სერგო ზაქარიაძის, მიხეილ ასათიანის ქუჩების, მიხეილ თამარაშვილის №13, ნუცუბიძის ქუჩა №1-დან №57-ის ჩათვლით მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №18, №20, №25, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37, №39, ვაჟა-ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, ზემო ვეძისის, ვახტან ჩიქოვანის, აქვსენტი მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, შპს „ავერსის კლინიკას“-ს და სხვა კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”,-ნათქვამია კომპანიის განცხადებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები