ბავშვთა ეროვნულ სასახლეში ჯანსუღ ჩარკვიანის იუბილე გაიმართა (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)

29 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქეთევან ანანიაშვილის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ,,ლიტერატურის მოყვარულთა“ წრის (უფროსი პედაგოგი – ქეთევან არზიანი) მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა საღამო ,,თავისუფლება ისე არ მოდის – თავისუფლება ლომთა ხვედრია“ – შეხვედრა სახალხო პოეტთან, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატთან, ეროვნული სასახლის აღზრდილთან ჯანსუღ ჩარკვიანთან. მოსწავლეებმა, საღამოს მონაწილეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და გამორჩეულ შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები, მომღერლებმა შეასრულეს მის ტექსტზე შექმნილი სიმღერები. უცხო ენების კაბინეტის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა – ინდურ ენაზე. მუსიკოსმა ირმა გიგანმა შეასრულა კლასიკური ნაწარმოებები. პოეტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, გაიხსენა სასახლეში გატარებული დაუვიწყარი წლები. მოწვეული სტუმრები – მწერლები ემზარ კვიტაიშვილი, როსტომ ჩხეიძე, მაყვალა გონაშვილი, მანანა დანგაძე, თამარ ჯავახიშვილი, გივი შაჰნაზარი, არმაზ სანებლიძე… კომპოზიტორები: მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, ვაჟა აზარაშვილი, მომღერლები: ეკა მამალაძე, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, მერაბ ვარდოსანიძე, ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები