ანზორ ჩუბინიძე: პატრიარქის დაცვის ცვლილებაში უჩვეულო არაფერია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პატრიარქის პირადი დაცვის ცვლილების საკითხს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, ზურაბ ბუჩუკური სხვა თანამდებობაზე მოიაზრება, ხოლო, პატრიარქის დაცვის ცვლილებაში უჩვეულო არაფერია.
“პატრიარქის დაცვის ცვლილებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე გაიმართა. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს ჩვეული ფორმაა. დაცვის სამსახურს აქვს მუშაობის პერიოდი, გადამზადების პერიოდი, დასვენების პერიოდი. გთხოვთ, ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ. არ მინდა, ზურაბ ბუჩუკურს ჩრდილი მიადგეს. ის არის ძალიან კეთილსინდისიერი, სწორი გზა განვლო და უკვე გარკვეულ თანამდებობაზე მოიაზრება”, – აღნიშნა ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები