ბოლნისში კრეატიული ზებრა გადასასვლელები მოიხატა

„შეანელე სვლა“, – ამ დევიზის გარშემო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის აქტიური მოსწავლეები გაერთიანდნენ. ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მათ პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის წინ კრეატიული ზებრა გადასასვლელები მოხატეს.
კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობა შეუერთდა. მოსწავლეებთან და მოხალისეებთან ერთად აქციაში დღეს დილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ჩაერთო. მოსწავლეებმა პროექტით „შეანელე სვლა“ მოქალაქეებსა და მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეურთდა სკოლის მოსწავლეების მიერ წამოწყებულ აქციას „შეანელე სვლა“. სკოლის წინ მოსწავლეები ხატავენ ზებრა გადასასვლელს. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, დაიცვან მოძრაობის წესები, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა იარონ უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები