ტრამპი: ნატოს წევრები ალიანსის დაფინანსების გაზრდას დათანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის დაფინანსების გაზრდაზე შეთანხდნენ. „ნატოს დაფინანსების გაზრდას დათანხმდნენ. ფული უკვე შემოდის. ნატო ბევრად ძლიერი იქნება“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში. აშშ-ის პრეზიდენტი ამჟამად სიცილიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იმყოფება.
ნატოს არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უნდა ხარჯავდნენ. მისი ინფორმაციით, ამჟამად ალიანსის 28 წევრიდან მხოლოდ 5 ქვეყანა ასრულებს ამ ვალდებულებას.
ეს ნორმა რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში არანაირი სანქციები გათვალისწინებული არ არის. გერმანიამ 2016 წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2% დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები