ლევან იზორია: ვისაც გაუჩნდება სურვილი, განახორციელოს აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

„ვისაც კი გაუჩნდება სურვილი, განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხი სტრატეგიული მიმართულება განისაზღვრა, საქართველოში თავდაცვის რეფორმების საკითხში.
„ჩვენ, როდესაც 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები, პირველ რიგში, მოვახდინეთ, ნატოს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ჩვენი რეფორმები ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფარგლებში განვახორციელეთ. ჩვენ, ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებულ შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია, ჩვენი თავდაცვის სტრუქტურის ფარგლებში. ეს იყო მტკივნეული პროცესიც. მოგვიწია 2 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება. ამის მიზანი გახლდათ თანხების მობილიზება იმ პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო ძლიერს გახდიდა. ამის შედეგად, ჩვენ დავზოგეთ მილიონობით თანხა და მივმართეთ დიდწილად, თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ და ასევე, აღჭურვილობის შეძენისკენ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრის თმით, მთავარ მიზნად დასახულია ასევე, შეიარაღებული ძალების ისეთი სტრუქტურული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი, მოქნილი, დაბალანსებული და თვითმყოფადი.
„ჩვენ ასევე, მთავარ მიზნად დავისახეთ სწორედ საბრძოლო მზადყოფნის ფარგლებში და უელსის სამიტზე გაჟღერებული საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისეთი სტრუქტურული ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი, მოქნილი, დაბალანსებული და თვითმყოფადი. ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ისეთ დონეს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი შეკავების ფაქტორი პოტენციური აგრესორისთვის მომავალში“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები