საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონშიც აღნიშნეს
ზესტაფონის ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით შეუერთდა.
მუსიკოსებმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური ჰიტები წარმოადგინეს.
ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა.
კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ბაზაზე, რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა.