ენერგეტიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში აღნიშნავს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში ზეიმობს, სადაც უწყება მოქალაქეებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ქუთაისში ელექტრონული მუსიკის დღე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და დედაქალაქში მოღვაწე ქართველი არტისტები მიიღებენ.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყველა დიდ ქალაქში ღონისძიებები ტარდება. ენერგეტიკის სამინისტროს წილად ხვდა ქუთაისი, სადაც ელექტრონული მუსიკის დღეს ჩაატარებს. დავდგით მაღალი ძაბვის ანძის ინსტალაცია, რომელიც ფერადი ნაჭრებით შევფუთეთ, ასევე გორის ქარის ტურბინის 15-მეტრიანი ასლი აღვმართეთ“, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. ენერგეტიკის სამინისტრო ღონისძიებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს „საქრუსენერგოსა“ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით მართავს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უწყება ბამბის ნაყინით გაუმასპინძლდება. მათ სახალისო გიფების გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. გასართობი ღონისძიებები დღის 14:00-დან ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება. საღამოს დასასრულს ერეკლე დეისაძე იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები