ნიაბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნიაბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები შპს “საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ, კასპის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრის უფროსმა დავით ხუციშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.
კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს – ნიაბის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. ასევე მდინარე თეძამზე უკაშხალო გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გასარწყავებული იქნება 515 ჰექტარი.