კიშინიოვის მერის სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის მერის, დორინ კირტოაკეს სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერი დაკავებულია, თუმცა აღნიშნულს ოფიციალურად არავინ ადასტურებს. მერის გარდა, სამართალდამცველები ჩხრეკას მუნიციპალური საბჭოს მდივნის, ვალერი დიდენკოს კაბინეტშიც ატარებენ. რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები