იუნკერმა ტრამპს ტვიტერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო დასცინა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტვიტერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო დასცინა. ტრამპი მიკრობლოგების სერვისით აქტიურად სარგებლობს.
„იმედი მაქვს, რომ ჩემზე ტვიტერში ჯერ არაფერი დაუწერია“, – განაცხადა იუნკერმა ტრამპთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.
მანამდე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები