გარდაბნის თბოელექტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი მუშა დაიწვა

გარდაბნის თბოელექტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სხეულის 80 პროცენტიანი დამწვრობა მიიღეს. დაზარალებულები რეანომობილით თბილისში, ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში გადაჰყავთ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები