კიევში დემონსტრანტებმა პოლიციელები დააკავეს

   უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ევრომაიდნის აქციის ლიდერების მიერ დაკავებული პოლიციელების გათავისუფლებას მოითხოვს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, კიევის სახელმწიფოს ადმინისტრაციის შენობაში ამ დრომდე რჩება გუშინ საღამოს დემონსტრანტების მიერ დაკავებული ორი პოლიციელი. მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერებსა და სამართალდამცავებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ოპოზიციონერებმა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფზე, რომელთაც უკანონო ტყვეობაში ჰყავთ 2 პოლიციელი, გავლენის მოხდენა ვერ შეძლეს. უკრაინის შსს არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული სამართალდამცავები. შსს მოითხოვს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ მათი თანამშრომლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი დემონსტარნტებს აფრთხილებენ, რომ მათი გათავისუფლებისათვის საჭირო ზომებს თავად მიიღებენ. კიდევ ერთი სამართალდამცავი კლინიკაში იმყოფება. პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრეს. შსს მშვიდობიან მოქალაქეებს სთხოვს, დაუყოვნებლივ დატოვონ აქციის ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები