ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ქუთაისი, 27-28-29 ოქტომბერს, ჯორჯ ბალანჩინის I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.  ფესტივალის იდეის ავტორი ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძეა.
როგორც „კვირას“ ნატალი პატარიძემ განუცხადა, ფესტივალის მიზანია ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია და მხატვრულ-ესთეტიკური ცნობიერების ამაღლება, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი რეალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
„მაკა მახარაძის მხარდაჭერით სამი წლის წინ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან ჩამოყალიბდა საბალეტო სტუდია. ქალაქში ყველა მუსიკალური სკოლა ბალანჩივაძეების სახელს უკავშირდება.  ვცდილობთ, დავუბრუნოთ კულტურულ-საგანამანათლებლო ფუნქცია ამ ქალაქს”, – განაცხადა ნატალი პატარიძემ.
ფესტივალის საპატიო სტუმარი სახელგანთქმული ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე იქნება.
ფესტივალს მხარს უჭერს ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ბალერინა  ანა ლეჟავა. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში მოხდება ჟიურის ერთ-ერთი წევრის ამერიკიდან ჩამოყვანა.
ფესტივალზე პროფესიული და არაპროფესიული საბალეტო ჯგუფების სხვადასხვა დღეებში წარდგებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები