„ღამე მუზეუმში“ – ანი ბონდარენკოს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

27 მაისს, 21:00 საათზე, აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში სიღნაღის საჯარო სკოლის მე-11  კლასის  მოსწავლის ანი ბონდარენკოს გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
აქციას „ღამე მუზეუმში” – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში” ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.
აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები