ქისტური ფოლკლორის საღამო გაიმართება

23 მაისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქისტური ფოლკლორის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაში  ქისტ მომღერლებთან და პოეტებთან ერთად ქართველი ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი რამზან პასკაევი.
„რამზან პასკაევი უკვე თბილისშია! 23 მაისს ივ. ჯავახიშვილის სააქტო დარბაზში გაიმართება ქისტური ფოლკლორული საღამო “სპეროზა”, სადაც სცენაზე გარმონზე დაუკრავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი რამზან პასკაევი. ასევე თქვენ მოუსმენთ სხვა მომღერლებსაც ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ ამ საღამოსთვის. ასევე სცენაზე ვაინახურ სიმღერებს შეასრულებენ როგორც ქართული, ასევე ქისტური ანსამბლები და მომღერლები პანკისის ხეობიდან, სიტყვით გამოვლენ ვაინახი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები. აუცილებლად იქნება  ქისტური ცეკვაც!“ – წერს ფეისბუქზე ნონა ხანგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები