„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ – 26 მაისისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საგანგებოდ ემზადება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით იქნება დატვირთული.
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, ღონისძიებები თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მათი 26 მაისის განრიგი ასეთია:

საგამოფენო პავილიონი რუსთაველზე.
გამოიფინება:
1. რუსთაველის ეპოქის მხატვრული და კალიგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, მდიდრულად ილუსტრირებული ხელნაწერების – თამარ მეფის კუთვნილი „ვანის სახარების“ და „ასტროლოგიური ტრაქტატის“) – დიდი ოსტატობით შექმნილი მულაჟები;
2. გამოფენის უმნიშვნელოვანესი ექსპონატებია „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხების მულაჟები: თავაქარაშვილისეული (1646 წ.), ბეგთაბეგისეული (1680 წ.), წერეთლისეული (XVIIIს.),

საბავშვო კუთხე

1: კალიგრაფიის ვორკშოფი
• აფორიზმების კალიგრაფიული შესრულება
• „ვეფხისტყაოსნის“ სტროფის გადაწერა
2. „როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი“. კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა
3. გასაფერადებელი ალბომი„ვეფხისტყაოსნის“ სამყარო“
გასაფერადებელი ალბომი შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული მასალის – „ეფხისტყაოსნის“ ნუსხების მინიატიურებისა და უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის, ილუტრაციების საფუძველზე.
გაფერადებისას ბავშვები გაეცნობიან პოემის ცალკეული ეპიზოდების შინაარსს (‘ზეიმი არაბთა მეფის სასახლეში – თინათინის გამეფება და სხვ.), მთავარ პერსონაჟებს, ასევე, ხელნაწერებს, რომლებმაც შემოგვინახეს „ვეფხისტყაოსანი“.

ვორკშოფების პავილიონი

1. კალიგრაფიის ვორკშოფი:
კალიგრაფიული წერის ვორქშოფის მონაწილეებს გააცნობენ კალიგრაფიული წერის საინტერესო თავისებურებებს:
• მხედრულ ასოთა კალიგრაფიული თავისებურებები
• კალიგრაფიული ნამუშევრის დატვირთვა გადაბმებით
• ქართული საზედაო ასოების დანიშნულება, ისტორიული ექსკურსი
• ასომთავრული დამწერლობის თავისებურებები
აქტივობის ფარგლებში მონაწილეები შეასრულებენ საკუთარი სახელების კალიგრაფიულ ნიმუშებს, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებს; გააფორმებენ საზედაო ასოებს (შესრულებულს მხედრულით ან ასომთავრულით)

2. ქაღალდისა და ძაფის ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით. ქაღალდის დამზადების ვორკშოფი.
3. წიგნის აკინძვის ვორკშოფი. ვორკშოპის მონაწილეები აითვისებენ წიგნის აკინძვის ხერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები