26 მაისთან დაკავშირებით პანტომიმის თეატრი სპეციალურ წარმოდგენას გამართავს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პანტომიმის თეატრი რუსთაველის გამზირზე სპეციალურ წარმოდგენას: „შალიკაშვილი/ფეტვიაშვილი” გამართავს.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, შალიკაშვილის თეატრის მსახიობთა დასი გააცოცხლებს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პერსონაჟებსა და თანამედროვე ქართველი გენიალური მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებს. მაისის თვის დასკვნითი ღონისძიების გაფორმებასა და ორგანიზებაზე ზრუნავენ:
რეჟისურა: ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი; გრიმი: ანუკა მურვანიძე; ქორეოგრაფი: სალომე ფილიშვილი; კოსტიუმების დიზაინერი: ლაშა დევდარიანი; ტექსტს კითხულობს: ამირან შალიკაშვილი.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები