ქართული ფილმი „დინოლა” ერაყში საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს

მარიამ ხაჭვანის ფილმი “დინოლა” ერაყში AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე დააჯილდოვეს.
როგორც „კვირას“ ორგაიზატორებმა განუცხადეს,   მას, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს, კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა.
მართალია AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL  წელს მხოლოდ მეორედ ჩატარდა, მაგრამ კინოფესტივალი ერაყში უკვე პოპულარობით სარგებლობს და 3000 სტუმარს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან.
“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები