გიორგი კვირიკაშვილი „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
„მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები