რუსთაველის თეატრში თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
29 მაისს, 19:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, პოეტ თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო და წიგნის: „ატირეთ წვიმების“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიატორებმა განუცხადეს, საღამოზე, ავტორთან ერთად, ლექსებს თეატრისა და კინოს მსახიობები წაიკითხავენ, ხოლო პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ქართული ესტრადის მომღერლები შეასრულებენ.
მოსაწვევების მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: (+995) 579 777 733