Aerosmith-მა Black Sea Arena-ს გუნდს კონცერტის ორგანიზებისთვის  მადლობა გადაუხადა

„ჩექ ინ ჯორჯიას“  ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის  Aerosmith-ის  კონცერტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. საქართველოში ტურისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოსკოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. კონცერტისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბილეთები 3 საათში გაიყიდა.
„ბლექ სი არენა“ დირექტორის ანი კავლელიშვილის ინფორმაციით,   სოციალურ ქსელში Aerosmith-მა მადლობა გადაუხადა „ბლექ სი არენას“ გუნდს კარგი მუშაობისთვის. მისივე თქმით, ჯგუფის წევრები მოხიბლულები არიან იმ ემოციით, რომელიც მთელი კონცერტის განმავლობაში მაყურებლისგან იგრძნობოდა.
კავლელიშვილმა აღნიშნა, რომ კონცერტის ორგანიზებისთვის   „ბლექ სი არენას“ ჯგუფს სოციალური მედიის საშუალებით, ასევე მადლობა გადაუხადეს Aerosmith- ის მსმენელებმა.
„ჩექ ინ ჯორჯია“არის პროექტი, რომელმაც ტურისტების ყურადღება მიიპყრო ვარსკვლავური კონცერტებით. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.  მიუხედავად იმისა, რომ „ბლექ სი არენამ“  მეორე საკონცერტო სეზონი გახსნა, ის უკვე მზადაა, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებს“,- განაცხადა  ანი კავლელიშვილმა.
მისივე თქმით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენას“  სცენაზე  ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების არაერთი კონცერტი ჩატარდება. ზაფხულის საკონცერტო პროგრამა ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები