ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ჯავახეთის 7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ილია ჭავჭავაძის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაგეგმიილია შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, შიდა ეზოს და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.
ისტორიული მნიშვნელობის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.
ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქ ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა.
მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები