„დარდების შემგროვებელი” – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე

27 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში   ნინო ზედელაშვილის წიგნის „დარდების შემგროვებელი” (მოგონებები გოდერძი ჩოხელზე) წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნში შესულია საინტერესო და უნიკალური მასალა ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი შემოქმედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
საღამოს დაესწრებიან: მწერლები, რეჟისორები, გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები და მეგობრები. მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის 143-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ანსამბლი “პოპური”.
წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა – “საუნჯეში.”
მის: სდასუ, ჭავჭავაძის N25.
2012 წელს გამოვიდა ნინო ზედელაშვილის პირველი წიგნი გოდერძი ჩოხელზე – „ნაწილიანი“, რომელშიც რეჟისორსა და მწერალ – გოდერძი ჩოხელზე მოგონებები გაერთიანდა. „დარდების შემგროვებელი“, ფაქტობრივად, ამ წიგნის გაგრძელებაა და ახალ მოგონებებს სთავაზობს მკითხველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები