„თბილისელი ქალის ჩანაწერები“ – მაია კახიძის ახალი წიგნის წარდგინება გაიმართება

9 ივნისს, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ჟურნალისტისა და მსახიობის – მაია კახიძის ახალი წიგნის: „თბილისელი ქალის ჩანაწერების“ წარდგინება გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით მაია კახიძემ ფეისბუქით ასეთი შინაარსის ტექსტი გაავრცელა:
„ჰო, არის ასეთი ქალაქი, ჩემი, ჩვენი თბილისი რომ ჰქვია და მე ის უზომოდ მიყვარს. ამ სიყვარულზე ჩემი ახალი წიგნიდან „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ შეიტყობთ. სულ სხვადასხვანაირი ჩანაწერებია, ჩანახატები, მოგონებები… დიდი ხანია, ხან რას ვწერდი და ხან რას, ხან რაზე და ხან – ვისზე…. ვწერდი და ვწერდი…
და აი, 9 ივნისს მინდა წარგიდგინოთ ჩემი ახალი წიგნი და ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, კოლეგას თუ ნათესავს, ვისაც კი მოგიწვევთ, გულითადად გთხოვთ, მობრძანდეთ. შევეცდები, ლამაზი და საინტერესო საღამო გაჩუქოთ.
ასე რომ, გელით 9 ივნისს, 18 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეზოდან მეორე სართულზე – ლექტორიუმის დარბაზში, რომელიც „პიონერფილმის“ გვერდით მდებარეობს.
შევიკრიბოთ, რათა ჩვენ მაინც მოვეფეროთ ერთმანეთს და, უპირველესად, ჩვენს თბილისს!
პატივისცემით და სიყვარულით, თქვენი მაიკო კახიძე“, – წერს მაია კახიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები