ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე” გაიმართება

25 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში, გაიმართება ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე”.
როგორც „კვირას“ ეორვნული მუზეუმიდან აცნობეს, მოხსენებაში მოკლედ იქნება მიმოხილული Homo-ს გვარის წარმოშობის, განვითარების, კულტურისა და გავრცელების ისტორია, თანამდევი ეკოლოგიური პროცესები უკანასკნელი 2 მლნ. წლის მანძილზე, ასევე თანამედროვე ანთროპოლოგიაში მიმდინარე დებატები და Homo-ს გვარის ევოლუციის მოდელები.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები