ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსი – ,,ჩვენ ვსწავლობთ ილიას,, გაიმართა.
ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX-X-XI კლასის ოცდაორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ჟიურის შეფასებით,  ათი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა.
გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გალაქტიონ ვარდოსანიძემ კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს მუნიციპალიტეტის სახელით, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები