Aerosmith უკვე საქართველოშია

ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith უკვე საქართველოშია. ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ჯგუფის წევრები ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დაბინავდებიან.
ჯგუფის ევროპული ტურნე 17 მაისს ისრაელით დაიწყო. საქართველო მეორე ქვეყანა იქნება, სადაც ტურნეს ფარგლებში Aerosmith მაყურებლის წინაშე წარსდგება.
კონცერტი Black Sea Arena-ზე ხვალ, 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები