თბილისის წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზაბით, 25-28 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეცხრამეტედ გაიმართება.
ფესტივალი, ტრადიციულად, ჩატარდება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, ყოველდღე 11:00-დან 20:00-მდე.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 25 მაისს, 13:00 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: გამომცემლები, გამავრცელებლები, წიგნის მაღაზიები, უნივერსიტეტები, საელჩოები, საერთაშორისო, საჯარო და სხვა ტიპის ორგანიზაციები:

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
“ბუერა”- ხელნაკეთი აქსესუარები
“ბუქკაფე”
ბუქ სითი
გამომცემლობა „აგორა“
გამომცემლობა ”ალეფი”
გამომცემლობა „არეტე“, „პარნასი“ ჯგუფი
გამომცემლობა „არტანუჯი“
გამომცემლობა „ბაკმი“
გამომცემლობა ,,გორგა”
გამომცემლობა „დიოგენე“
გამომცემლობა „ინტელექტი“
გამომცემლობა „კლიო“
გამომცემლობა „მერიდიანი“
გამომცემლობა „ოჩოპინტრე“
გამომცემლობა პალირა L
გამომცემლობა „პედაგოგიკა“
გამომცემლობა „პეგასი“
გამომცემლობა „პოეზია“
გამომცემლობა „საქწიგნი“
გამომცემლობა „სეზანი“
გამომცემლობა „სიესტა”
გამომცემლობა „ქართული“
გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
გამომცემლობა ,,წიგნი+ერი“
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
ელფის გამომცემლობა
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
„ერუდიტი“
„ზებრა გრუპ“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, პროგრამა „ლოგოსი“
თსუ გამომცემლობა – თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი Scripta Manent
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ი/მ „ირინა დენეიკინა“
ინგლისური წიგნი საქართველოში/English Book in Georgia
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
“კოსმო”- ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები
მაღაზია – საწყობი „ოლმა“
„პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში“
პრემიერი 2015
საბავშვო გამომცემლობა „დილა”
საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია
სადისტრიბუციო კომპანია “ირიათონი”
საერთაშორისო სახლი
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა”
წიგნის მაღაზია „წიგნები ვაკეში”
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
Baltic Optics
Exlibris Arts & Crafts
MIUSA

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფოკუსქვეყანა ნორვეგიაა! წელს ფესტივალს ნორვეგიული ფონდი NORLA და 4 ნორვეგიელი მწერალი სტუმრობს. ფესტივალის ფარგლებში ნორვეგიული ფონდი NORLA – Literature abroad-ის წარმომადგენელი დინა როლ-ჰანსენი და ოთხი ნორვეგიელი მწერალი: როსკვა კორიცინსკი, სიგბიორნ მოსტუე, სიმენ ეკერნი და ნილს ჰენრიკ სმითი მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ.
ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. სპეციალური პროგრამა გელოდებათ ფესტივალის საბავშვო კუთხეშიც. ღონისძიებების ზუსტი განრიგი წიგნის მოყვარულებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და თბილისის მერია.
მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი 118.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები