გოგი ხოშტარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

20 მაისს, 18 საათზე, ხელოვნების სასახლეში გოგი ხოშტარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასხლიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ბუნების თემაზე შექმნილი 75 ნამუშევარი, რომელთა შესაქმნელადაც ავტორმა გამოიყენა სანგინა, გუაში, აკრილი, ზეთი და პასტელი.
1964-1990წლებში გოგი ხოშტარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. იგი არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 27 მაისამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები