ჯო ბაიდენი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა “CNN”-თან ინტერვიუში განაცხადა.
​ტელეკომპანია “CNN”-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა ბაიდენი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ბაიდენმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით, შემიძლია თუ არა არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამოვაყენო? დიახ, შემიძლია. მინდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა? არა“.
​ჯო ბაიდენმა ინტერვიუში წარსული გაიხსენა და მისი მძიმე ცხოვრების ეპიზოდებზეც ისაუბრა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მას 1972 წელს, ავტოკატასტროფაში, მეუღლე და 1 წლის ქალიშვილი დაეღუპა, 2015 წელს კი ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით მეორე შვილი გარდაეცვალა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მის მიმართ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დამოკიდებულებასა და მძიმე წუთებში თანადგომას ხაზი არაერთხელ გაუსვა.
​ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2009-2017 წლებში ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები