„კონსერვატორია – 100“ – გალაკონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში

 25 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატები, უმაღლესი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოებისა და პრემიების მფლობელები, ასევე საზღვარგარეთ დიდი წარმატებით მოღვაწე კურსდამთავრებულები:
ალექსანდრე კორსანტია, თამარ გაბარაშვილი და მანანა დოიჯაშვილი, სალომე ჯიქია, ნიკა ლაგვილავა, ლადო ათანელი, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ნანა ძიძიგური, თამარ იანო ალიბეგაშვილი, ირაკლი კახიძე.
კონცერტში ასევე მონაწილეობს: სახელწიფო სიმებიანი კვარტეტი, კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა გუნდი, სოლისტი თაკო გაჩეჩილაძე.
ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი – დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე.
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას წელს, 1 მაისს,
დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა.
თბილისის კონსერვატორია პირველი უმაღლესი სასწავლებელია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.
ფესტივალის მხარდამჭერია: „თი-ბი-სი ბანკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები