ფონდ „ქართული გალობის“ მეხუთე საიუბილეო დაჯილდოება გაიმართება

22 მაისს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ფონდ „ქართული გალობის“ მეხუთე საიუბილეო დაჯილდოება-კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საიუბილეო საღამოზე ფონდი ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობის, ხალხური ცეკვის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს დააჯილდოვებს;
რიგით მეხუთე დაჯილდოება-კონცერტზე ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან, ფონდი კი მათ სპეციალურ ჯილდოს, სიგელსა და ფულად პრემიებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები