CINÉDOC-TBILISI-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ CINÉDOC-TBILISI-ს დახურვის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა.
გამარჯვებულები რამდენიმე სექციაში გამოვლინდნენ:
საერთაშორისო კონკურსი გამარჯვებული ფილმი – “ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ”, რეჟისორი – პაველ ლოზინსკი;
Focus Caucasus გამარჯვებული ფილმი – “დიდუბე, ბოლო გაჩერება”, რეჟისორი – შორენა თევზაძე;
CivilDOC გამარჯვებული ფილმი – “ადა მერად”, რეჟისორი – პაუ ფაუსი;
CineDOC Young გამარჯვებული ფილმი – “საუბრები სერიოზულ თემებზე”, რეჟისორი: გიდრე ბეინორუტე;
CinéDOC-Tbilisi 5 წლის გახდა და გასულ წლებთან შედარებით, მაყურებელს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიება შესთავაზა. წელს მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
ფესტივალზე ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესო ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი „გოგიტას ცხოვრება”, რომლის პრემიერაც საქართველოში სწორედ კინოფესტივალზე CinéDOC-Tbilisi შედგა და შორენა თევზაძის ფილმი „დიდუბე ბოლო გაჩერება”, რომელიც მაყურებელმა ასევე პირველად იხილა.
CinéDOC Tbilisi -ის მეხუთე გამოშვების სტუმარი ქვეყანაა ლიტვა იყო. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოს ლიტვის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ეროვნულმა კინოცენტრმაც უმასპინძლა.
წელს ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 50 სტუმარს ჩამოვიდა.
CinéDOC Tbilisi-ს დასრულების შემდეგ დაიგეგმა რეგიონალური ტურები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიულ ცენტრებში და ქალაქებში გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები