გიორგი ალიბეგაშვილი და გულიკო ზუმბაძე ქისტური პოეზიის საღამოს დაესწრნენ

ღონისძიებაზე, რომელიც მწერალთა სახლში ,,კავკასიელ ქალთა კონგრესის“ ორგანიზებით მოეწყო, ახალგაზრდებმა უხუცესი ქისტი პოეტების – მუხმად ნაციშვილისა და სულეიმან გუმაშვილის მიერ ქართულ ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა და გულიკო ზუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და უხუცეს პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქისტური პოეზიის საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტისა და ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.