არჩილ თალაკვაძე თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ

საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიცია ცალსახად ჩამოყალიბებულია.
„პარლამენტის თავმჯდომარემაც თავისი პოზიცია დააფიქსირა. პირველ რიგში, ეს როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და უნდა ხდებოდეს, საგამოძიებო ორგანოებს გონივრული დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. შეფასებები მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც სიმართლე გაირკვევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები