მარტვილის გამგეობაში არტერიული წნევის უფასო გაზომვების აქცია მოეწყო
დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არტერიული წნევის რეგულარული გაზომვისა და მკურნალობის სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წნევის უფასო გაზომვის აქცია მოეწყო.
მაღალი არტერიული წნევის გამო, ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი იღუპება.
მაღალი წნევა მნიშვნელოვნად ზრდის თავის ტვინის ინსულტის, გულის კუნთის ინფარქტის და უეცარი სიკვდილის რისკს.
აქცია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის ერთობლივი ინიციატივით 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.