კასპში 18 წლამდე სოციალურად დაუცველ მოზარდებს უფასო სამედიცინო მომსახურეობა ჩაუტარდებათ

21 მაისს, 10.00-დან 17.00 საათამდე, კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
“უფასო სამედიცინო გამოკვლევებს სამედიცინო კლინიკა „მარიმედში“, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. აქციის ფარგლებში, პაციენტებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციას მიიღებენ.
​მისამართი: კასპი სააკაძის ქ. 110, სამედიცინო კლინიკა „მარიმედი“. საკონტაქტო პირი: ხატია ბაინდურაშვილი 558 515 828, 10.00”, – ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები