„მუზეუმის კვირეული“: ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია გაიმართება

19 მაისს, 16:00 საათზე,  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  მხატვარ ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია გაიმართება. როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ლექცია მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.
მხატვარი ისაუბრებს ხელოვნების რაობის, ფერწერის სამეტყველო ენისა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ურთიერთმიმართების, აგრეთვე ჰარმონიის ძიების, როგორც პროტესტის ახალ ფორმის საკითხებზე.
1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელი მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მე-10 წელია უერთდება ამ კამპანიას და მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით”.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები