“ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე პრაქტიკულ მოქმედებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს”

“ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე პრაქტიკულ მოქმედებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დავით აფციაურმა, რომელიც  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში მონაწილეობდა.
საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის განცხადებით, „ერთო სარტყელი – ერთი გზის” გლობალურ პროექტთან მიმართებაში, მოხდა საქართველოსა და ჩინეთის ინტერესებისა და ხედვის თანხვედრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს გააჩნიათ გამოკვეთილი პოლიტიკური ნება იმისა, რომ თანამშრომლობა იყოს ორმხრივად მომგებიანი და სასარგებლო.
„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განისაზღვრება კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში”, – განაცხადა დავით აფციაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები