„ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება“

​საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის ლოგიკური გაგრძელება ჟენევის მოლაპარაკებებში ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება.
“ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება. ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს ევროკავშირთან და ამ პროცესში ლოგიკური გაგრძელება სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები