გივი ბერიკაშვილის ბიუსტი ხელოვნების სასახლეში დაიდგმება

18 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, მსახიობის სკულპტურული პორტრეტი გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მოქანადაკე თემურ ჭყონიამ მისივე სიცოცხლეში შექმნა და შემდეგ თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.
საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს,  83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.
მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“.
იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს „ხელოვნების ქურუმი“ მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები