„ორატორული ხელოვნება და დიპლომატია“ – საჯარო ლექცია გაიმართება

25 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ინიციატივით, ორატორული ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი დავით ჩომახაშვილი-ორბელიანი, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დავით ჩომახაშვილი-ორბელიანი ორატორული ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი და დირექტორია, ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის ორატორულ ხელოვნებაზე.
გაიგეთ მეტი ორატორულ ხელოვნებაზე, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე, რომლებიც აუცილებელია პროფესიული წინსვლისათვის. ლექციაზე განხილული იქნება ორატორული ხელოვნების მნიშვნელობა და როლი დიპლომატიაში.
ლექცია  ინტერაქციული იქნება და სტუმრისათვის შესაძლებელია კითხვების დასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები