იტალიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

24 მაისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტის პროგრამა მთლიანად იტალიელი კომპოზიტორების ქმნილებებზეა აგებული და  მე-16-20 საუკუნეების ჟანრულად მრავალფეროვან ნიმუშებს მოიცავს.
კონცერტში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები – ცნობილი იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი. ასევე, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები და ინსტრუმენტალისტები: ირინე შერაზადიშვილი (სოპრანო), ანა ჭანია (ვიოლინო), ნინო ჯაჭვაძე (სოპრანო), სენდი ვართანოვა (ვიოლინო), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), გიორგი კუზანაშვილი (თეორბო),გიორგი დავითაძე (ტენორი), ანა ქურდოვანიძე (კლავესინი), ალექსანდრე ვასაძე (ორღანი), კონცერტს უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები