ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება გაიმართება

19 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“  წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოცემაზე ისაუბრებენ რეცენზენტები – თამარ შარაბიძე (ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი), ნინო პოპიაშვილი (ფილოლოგიის დოქტორი), ნაირა ბეპიევი (ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი).
წიგნი, რომელიც უნიკალური, მართლაც, რენესანსული ტიპის მოღვაწის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე გამოიცა, გვაცნობს მას, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსს, ახალი ესთეტიკის შემქმნელს და, ამასთან ერთად, როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნდა ეროვნული და სოციალური საკითხების ჰარმონიზებულად გადაწყვეტა.
კრებული ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების პირველ პუბლიკაციებსა და რეპუბლიკაციებს წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების პრესამ და ვახტანგ კოტეტიშვილის პირადმა არქივმა შემოგვინახა. წერილები როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე იმ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის უტყუარი სურათია.
შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნონა კუპრეიშვილმა.
რედაქტორები: ამირან არაბული, ნანა კოტეტიშვილი, თამარ ლონდარიძე;
წიგნი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N3 (თსუ, I კორპუსი, 212-ე აუდიტორია)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები