მალე ქართულ-უკრაინული ციფრული ფოტომატიანე შეიქმნება

17 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები კიევს ესტუმრნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ შორისაა საქართველო-უკრაინის ერთობლივი ციფრული ფოტომატიანის შექმნა ქართული ციფრული ფოტომატიანის მაგალითზე. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები