უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ხელი დღეს მოეწერება

უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ საბოლოო დოკუმენტს დღეს, სტრასბურგში მოეწერება ხელი. დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და მალტის პრემიერ-მინისტრი მოაწერენ ხელს. ​
ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 20 დღის შემდეგ კი უვიზო რეჟიმი ძალაში შევა და სავარაუდოდ, 11 ივნისიდან უკრაინელები ევროპის ქვეყნებში გადაადგილებას ვიზის გარეშე, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები