მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი – „12 განრისხებული მამაკაცი“ დაიდგა

რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ დაიდგა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, სპექტაკლში 18 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„12 განრისხებული მამაკაცის“ ადაპტირებული სცენარის რეჟისურა და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორი – გურამ ბრეგაძე.
მამაკაც მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალური დასი მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით მთლიანი დასი მე-16, დაბალი რისკის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპექტაკლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრნენ. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები