17 მაისი მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა

 ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი  მუხრან მაჭავარიანი დაიბადა  1929 წლის 12 აპრილს, არგვეთში (ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი) — გარდაიცვალა 2010 წლის 17 მაისს.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ “პიონერის“ მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ “პირველ სხივში”, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ.
მუშაობდა ჟურნალ “ცისკრის” პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ “პიონერის” მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ “დილის” მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები